საბჭოთა დისიდენტი და მწერალი ვლადიმერ ბუკოვსკი გარდაიცვალა

ბრიტანეთში, 77 წლის ასაკში, დისიდენტი, უფლებადამცველი და მწერალი ვლადიმერ ბუკოვსკი გარდაიცვალა.

როგორც კემბრიჯის საავადმყოფოში განაცხადეს, მწერალს გული გაუჩერდა.

კომუნისტური იდეოლოგიის აქტიურმა მოწინააღმდეგემ და კრიტიკოსმა ვლადიმირ ბუკოვსკიმ საბჭოთა კავშირის საპატიმროებში, კოლონიებსა და ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში, საერთო ჯამში, დაახლოებით 12 წელი გაატარა.

1976 წელს, საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ ვლადემირ ბუკოვსკი ჩილეს კომპარტიის ლიდერში, ლუის კორვალანში გაცვალა.

საბჭოთა კავშირის დატოვების შემდეგ, ბუკოვსკიმ კემბრიჯის უნივერსიტეტი დაამთავრა ნეიროფიზიოლოგის სპეციალობით. ვლადიმირ ბუკოვსკი მოსკოვში პირველად 1991 წელს, რუსეთის პრეზიდენტ ბორის ელცინის მიწვევით დაბრუნდა.

2007 წელს, რუსეთის დემოკრატიულმა ოპოზიციამ ვლადიმირ ბუკოვსკი პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა, თუმცა, კანდიდატის ოფიციალურად დარეგისტრირება ვერ შეძლო, რადგან ვლადიმირ ბუკოვსკი ბოლო 10 წლის განმავლობაში რუსეთში არ ცხოვრობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები