ლაგოდეხში, აფენის თემში, შუალედური არჩევნები მმართველი გუნდის კანდიდატის ომარ შველიძის გამარჯვებით დასრულდა.
“ქართული ოცნების” კანდიდატმა – ომარ შველიძემ ხმათა 84.33% აიღო. “ევროპული საქართველოს” კანდიდატმა მალხაზ მელაშვილმა კი – 14.65%.
ომარ შველიძის თქმით, მისთვის შედეგები მოსალოდნელი იყო, რისთვისაც ამომრჩეველს დიდ მადლობას უხდის.
“მოსალოდნელი იყო ჩვენი გუნდის და ჩემი მაღალი შედეგი და გამარჯვება. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო აფენის თემის მოსახლეობას, ვინც არჩევნებზე მობრძანდა და მხარი დამიჭირა”,- განაცხადა შველიძემ.
ცნობისთვის, ლაგოდეხის #15-ე საარჩევნო ოლქში 4000-ზე მეტი ადამიანია რეგისტრირებული. აფენის თემის შემავალ სამ სოფელში ოთხი საარჩევნო უბანი მოქმედებდა.