მარტვილის მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედურ არჩევნებში ჯამში ამომრჩევლების 51,22% მისცა ხმა

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების შუალედური არჩევნები მარტვილის მუნიციპალიტეტის კიწიის თემში დასრულებულია. საარჩევნო უბანი კიწისა და ნოღის თემში 20:00 საათზე დაიხურა, ბოლო მონაცემებით კი 51,22% დააფიქსირა საკუთარი არჩევანი.
მარტვილის მუნიციპალიტეტის კიწიის 22-ე საარჩევნო  კომისიის მდივნის, ზაირა ბარამიას განცხადებით, საარჩევნო უბანი დილის 8:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურა. მისივე ინფორმაციით, კენჭისყრის პროცედურამ ყოველგვარი ექსცესების გარეშე ჩაიარა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, არჩევნები ჩატარდა შვიდ საარჩევნო უბანზე, სადაც საერთო ჯამში 6 798 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
არჩევნებში სამი საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი ხუთი კანდიდატი მონაწილეობდა.
მარტვილში ჯამში  1103 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები