“არანაირი გადაცდომა არ ყოფილა, მშვიდ ვითარებაში ტარდება დღეს არჩევნები” – ლაგოდეხში შუალედური არჩევნები მიმდინარეობს

ლაგოდეხში, აფენის თემში არჩევნების მიმდინარეობა არასამთავრობო ორგანიაზაცია”ინიციატივა სამოქალაქო საზოგადოების” წარმომადგენელმა, ნინო კიზივაძემ შეაფასა. მისი განცხადებით, 33-ე საარჩევნო უბანზე რაიმე სახის გადაცდომა არ დაფიქსირებულა.
“არანაირი გადაცდომა არ ყოფილა, მშვიდ ვითარებაში ტარდება დღეს არჩევნები და საზოგადოება მზადაა იმისთვის, რომ ნორმალური არჩევნები ჩაატაროს”,- აღნიშნა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა.
არჩევნებზე  მისვლის აუცილებლობაზე და მოლოდინზე “რეგიონულ კვირასთან” ისაუბრა ერთ-ერთმა ამომრჩეველმა, დავით მოდებაძემ.
” როცა არჩევნები ტარდება, აუცილებელ ვალდებულებად უნდა ჩათვალოს ყველამ, რომ მივიდეს და ხმა დააფაქსიროს. რამდენად გაამართლებს, ჩემს მიერ შემოხაზული კანდიდატი ამას დრო გვიჩვენებს”, – აღნიშნა დავით მოდებაძემ.

 შუალედური არჩევნები აფენის თემში 3 კანდიდატს შორის მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, აფენის მაჟორიტარ დეპუტატს, გია კობახიძეს უფლებამოსილება პირადი განცხადების საფუძველზე შეუჩერდა, რის გამოც შუალედური არჩევნების ჩატარება აუცილებელი გახდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები