„ყველა ოჯახში შეხვდებით ამას, ამით ვართ მდიდარი“ – შემოდგომა მარტვილში 

 

მარტვილში შემოდგომა ე.წ. ხურმის ფარდების გარეშე წარმოუდგენელია. ახლა ზუსტად ის დროა, როცა ხურმისგან მოსახლეობა ზამთრისთვის ჩირს იმარაგებს, ზოგისთვის კი ეს შემოსავლის წყაროს წარმოადგენს.
ადგილობრივი ჟუჟუნა ჭიჭაღუას თქმით, მოსახლეობისთვის ხურმის ჩირი შემოსავლის ერთ-ერთი წყაროა. კილოგრამი ჩირის ფასი კი 2 ლარიდან იწყება.
„ყველა ოჯახში შეხვდებით ამას და ამით ვართ მდიდარი, მაგრამ ბოლოს თქვი რა დაგვრჩება ხელში, ამინდმა თუ არ გაამართლა?! ახალ წელს ვეცდებით, რომ კარგ ფასად გავყიდოთ“, – გვითხრა მარტვილის მკვიდრმა.
ადგილობრივები ოქტომბრიდან იწყებენ ხილის გათლას და გამოშრობას. მათ საგანგებოდ მზეზე, ძაფზე ასხმულებს აივანზე კიდებენ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები