17:00 საათის მონაცემებით, არლში ამომრჩეველთა აქტივობამ 50% შეადგინა

17:00 საათის მონაცემებით, #3 არლის უბანში ამომრჩეველთა აქტივობამ 50% შეადგინა. საუბნო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო უბანზე რეგისტრირებული 1 466 ამომრჩევლიდან მოქალაქეობრივი ვალი 737 ამომრჩეველმა მოიხადა. გადასატანი ყუთის საშუალებით 43 ამომრჩეველმა ისარგებლა.
კენჭისყრის პროცესს სამი სადამკვირვებლო ორგანიზაცია აკვირდება.

შაულედურ არჩევნებში მხოლოდ ერთი – “ქართული ოცნების” კანდიდატი მონაწილეობს.

ოპოზიციურმა პარტიებმა გადაწყვიტეს, რომ მათი სახელით კენჭი არავის ეყარა.

საარჩევნო უბანზე საჩივარი არ დაწერილა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები