„ზესტაფონობა 2019“ – სახალხო დღესასწაულზე გიგანტური ზომის ხაჭაპური გამოაცხვეს

ზესტაფონში ორდღიანი სახალხო ზეიმი  გრძელდება. “ზესტაფონობა 2019-ის” ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტი გიგანტური ზომის ხაჭაპური გახლდათ, რომელიც საგანგებოდ, ამ დღისთვის გამოაცხვეს.  ხაჭაპურის დაჭრაში  ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული, ზვიად შალამბერიძე და  რწმუნებულის მოადგილე, იოსებ ხახალეიშვილიც ჩაერთვნენ.
„ზესტაფონობა 2019“ – ის ფარგლებშისაერთაშორისო ტურნირი ჭიდაობა – ძიუდოში გაიხსნა . მიმდინარეობს ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა – გაყიდვა, ღვინის ფესტივალი და იმერული სამზარეულოს პრეზენტაცია.

ღონისძიებების მიმდინარეობისას დაგეგმილია ზესტაფონის საპატიო მოქალაქეების წარდგენა და დაჯილდოვება. სახალხო ზეიმი გალა კონცერტით დასრულდება. დასკვნით ღონისძიებაში მონაწილეობას ანსამბლი „ფორტე“ და ქართული ესტრადის მომღერლები მიიღებენ.

ზესტაფონში გამართულ სახალხო დღესასწაულებს, ზესტაფონის დამეგობრებული ქალაქების – ტაურაგეს, ტჩევის და კირიათ ბიალიკის პირველი პირებიც ესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები