გურამ მაჭარაშვილი: ოპოზიციას უჭირს იმის აღიარება, რომ არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

ირმა ნადირაშვილის კომენტარს, რომ ლაგოდეხში მიმდინარე არჩევნების მიმდინარეობისას გამოყენებულია ადმინისტრაციული რესურსი, ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი გამოეხმაურა. როგორც მან “რეგიონულ კვირასთან” აღნიშნა,  მსგავსი ტიპის განცხადებები ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია და ოპოზიციას უჭირს აღიარება, რომ არჩევნები ყოველგვარი დარღვევების გარეშე მიმდინარეობს.
“ოპოზიციას უჭირს იმის აღიარება, რომ არჩევნები მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში. ამას აკვირდება მედია. როგორც გასულ წელს, დღევანდელი დღეც შედგება და მაღალი სტანდარტებით იქნება ჩატარებული ეს არჩევნები. ასე რომ საზოგადოებას შეგვიძლია თავისუფლად ვუთხრათ: ლაგოდეხის რაიონში და კერძოდ აფენის თემში, არჩევნები მაღალი სტანდარტებით ტარდება”, -განმარტა  მაჭარაშვილმა.
ნადირაშვილის კომენტარს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი, ჯონდო მდივნიშვილიც გამოეხმარა. მერის თქმით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში, ყოველგვარი ექსცესების გარეშე მიმდინარეობს და ნებისმიერი სახის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, რის შესახებ ბრალდებასაც ადგილი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიდან ქონდა კატეგორიულად უარყოფს.
” სრულიად უსაფუძვლოა მსგავსი ტიპის განცხადებები, არავითარი ადმინისტრაციული რესურსი არაა გამოყენებული, არავითარი სიის ფრიალი ჩვენ არ გვჭირდება. ესეც მორიგი აბსურდია ოპოზიციის მხრიდან”, – განაცხადა ჯონდო მდივნიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ აფენის თემში შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნებში  მონაწილეობას 3 პარტიის წარმომადგენელი იღებს.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები