მარტვილში საკრებულოს შუალედურ არჩევნებში აქტივობამ 14:00 საათისთვის 7% შეადგინა

მარტვილის 65-ე საოლქო საარჩევნო კომისიის კიწიის უბნებში საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

როგორც მარტვილის ნომერ 65-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარემ, ნინო დანელიამ განაცხადა, ამდროისთვის მოსახლეობის აქტივობამ 7 პროცენტი შეადგინა.

დღეს მარტვილში, კიწიის თემში ორ საარჩევნო უბანზე, საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების შუალედური არჩევნები იმართება.

აქ კენჭს ერთადერთი კანდიდატი – „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, რობერტ კაკულია იყრის.

კენჭისყრა სულ 2 საარჩევნო უბანზე ტარდება, სადაც საერთო ჯამში 1103 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები