ოზურგეთის მუნიციპალიტეტი და უკრაინის ქალაქი გენიჩესკი დამეგობრდნენ

უკრაინის ქალაქ გენიჩესკსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტს შორის მეგობრობა ჯერ კიდევ 1938 წელს დაიწყო. წლების მანძილზე,  ამ ორ ქალაქს შორის, ეწყობოდა სხვადასხვა ღონისძიებები, მიმდინარეობდა დელეგაციების სტუმრობა და თანამშრომლობა. 1988 წელს ეს ურთიერთობა შეწყდა.

ამჟამად ეს ურთიერთობები კვლავ განახლდა და  ეს ორი ქალაქი კვლავ დაუახლოვდა ერთმანეთს. ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში ხელი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა.

მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეებს შორის კულტურის და ისტორიის სფეროში ინფორმაციის გაცვლას, ახალგაზრდების კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობას, ქალაქების ეკონომიკური განვითარების მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას, ჯანმრთელობის, მრეწველობის, მშენებლობის, ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის, ვაჭრობის, ასევე მეცნიერებისა და განათლების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას, გამოცდილების გაზიარებას სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვით საკითხებში.

ასევე გაიმართა ფილმის ჩვენება, სადაც ამ ორი ქალაქის მეგობრობა იყო ასახული. გაიხსენეს ის ისტორიები, რომლებსაც ეს ორი ქალაქი ერთმანეთთან დაუახლოვებია.

ღონისძიებაზე გენიჩესკის კულტურის ცენტრის თანამშრომლებიც იმყოფებოდნენ, რომლებმაც მასპინძლებს სიურპრიზი მოუწყვეს და დარბაზში მათი შესრულებული “სულიკო“ გაისმა. სტუმრებისთვის სიურპრიზი ოზურგეთელებსაც ჰქონდათ, ოზურგეთის სალოტბარო სკოლის მოსწავლეებმა, სპეციალურად სტუმრებისთვის უკრაინული სიმღერა შეასრულეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები