ოზურგეთში სახალხო დღესასწაული “ალეგრობა” აღინიშნა

ოზურგეთში სახალხო დღესასწაული “ალეგრობა” აღინიშნა, რომელიც მრავალფეროვანი ღონისძიებებით იყო გამორჩეული.

დღესასწაულის აღნიშვნა, ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში, უკრაინის ქალაქ გენიჩესკსა და ოზურგეთს შორის მემორანდუმის გაფორმებით დაიწყო. ოზურგეთის ჭადრების ბაღში კი მრავალფეროვანი გასართობები იყო წარმოდგენილი. მათ შორის, სხვადასხვა სპორტული ასპარეზობები, გამოფენები, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქტების გამოფენა.

საღამო კონცერტით გაგრძელდა, რომელშიც  ადგილობრივი ფოლკლორული და საესტრადო ანსამბლები მონაწილეობდნენ.

“ალეგრობის“ სახალხო დღესასწაულზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა, მიმდინარე წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდებზე 100 %-იანი გრანტის მფლობელი სტუდენტები დააჯილდოვა. თითოეულს საჩუქრად 3 000 ლარი, ხოლო მათ სკოლებს 1000 ლარი გადაეცათ.

ღონისძიებაზე ასევე დასახელდნენ ოზურგეთის საპატიო და ღვაწლმოსილი მოქალაქეები. ქართული ფოლკლორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის კი საქართველოს პრეზიდენტის კონსულტანტმა, კულტურის საკითხებში, ანსამბლების “შვიდკაცა“ და “იადონი“ რამდენიმე წევრი ღირსების ორდენით დააჯილდოვა.  ღირსების ორდენი გადასცეს ასევე, ჯემალ ჭელიძეს და გურიის მხარის გუბერნატორის მოადგილეს, გია ებრალიძეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები