ამომრჩეველთა აქტივობა 12:00 სთ-ის მდგომარეობით – ცესკო მონაცემებს აქვეყნებს

ცენტრალური საარჩევნო კომისია, საკრებულოს შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით, ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ლაგოდეხში, სადაც 4 229 ამომრჩეველია რეგისტრირებული, 12:00 საათისთვის საარჩევნო უბანზე 867 ამომრჩეველი იყო დაფიქსირებული, რაც 20,5 %-ს შეადგენს.

ადიგენში 12:00 საათისთვის, ამომრჩეველთა აქტივობამ 20.8 -ი % შეადგინა, კერძოდ, 1466 რეგისტრირებული ამომრჩევლიდან საარჩევნო უბანზე  305 დაფიქსირდა. ხოლო მარტვილში 12:00 საათისთვის, ამომრჩეველთა აქტივობა 16.8 %-ი  იყო. მარტვილში 1103 ამომრჩეველია რეგისტრირებული და მათგან საარჩევნო უბანზე 63 მივიდა.

ლაგოდეხის, მარტვილისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის აფენის თემში, ადიგენის მუნიციპალიტეტის არალის თემსა და მარტვილის მუნიციპალიტეტის კიწიის თემში.

ცესკო-ს ინფორმაციით, არჩევნები ტარდება 7 საარჩევნო უბანზე, სადაც საერთო ჯამში 6 798 ამომრჩეველია რეგისტრირებული. არჩევნებში სამი საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი 5 კანდიდატი მონაწილეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები