ირაკლი შონია მეუფე იაკობს: რა შეგშურდა, გიორგი გახარიას პრემიერმინისტრობა თუ პატრიარქის მიერ თანამოსაყდრე მეუფე შიოსთვის ნაჩუქარი ბრილიანტის ჯვარი?

ჟურნალისტი ირაკლი შონია სოციალურ ქსელში მეუფე იაკობის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ მეუფე კონკრეტული პიროვნებების დავალებას ასრულებს.

“საქართველოში ჩაწყნარდება ვნებათაღელვა და რაღაც პერიოდის გასვლის შემდეგ, კვლავ აიშლება კრაზანების მსგავსად ჩაბუდებული მეხუთე კოლონა… ხელოვნურად საომარი კონფლიქტების გაღვივება პანკისში, დავით გარეჯში და ზურგში მახვილი აგენტურისგან, რომელნიც შანს არ უშვებენ ხელიდან აღავღავდნენ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების დავალებით და საკუთარი ქვეყნის საზიანოდ! მეუფე იაკობ, ამჯერად, რისთვის ბობოქრობთ? რა შეგშურდათ, გიორგი გახარიას პრემიერმინისტრობა თუ პატრიარქის მიერ თანამოსაყდრე მეუფე შიოსთვის ნაჩუქარი ბრილიანტის ჯვარი? თუ დავალება მიიღეთ შევარდნაძის მომხრეთაგან გადარჩენილი რამდენიმე მობარბაცე გვამისგან?!!!”, – წერს ირაკლი შონია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები