სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაკა თაქთაქიშვილის სამუშაო შეხვედრა-ტრენინგი გაიმართა
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სპეციალისტმა მაკა თაქთაქიშვილმა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებთან სამუშაო შეხვედრა-ტრენინგი გამართა.
შეხვედრას დაესწრო 50-ზე მეტი მსმენელი. მათ მოისმინეს პრეზენტაცია საქართველოში არამატერიალური მემკვიდრეობის დაცვის მექანიზმებისა და ამ სფეროში საერთაშორისო გამოცდილების შესახებ.
შეხვედრის ბოლოს გაიმართა საინტერესო დისკუსია ქართული არამატერიალური მემკვიდრეობის მოძიებისა და ფიქსაციის შესაძლებლობების შესახებ, დაისახა ამ მიმართულებით შემდგომი თანამშრომლობის საინტერესო პერსპექტივები.