რუსთავში ბრიტანული ფილმის გადაღებები იწყება
სახელმწიფო პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, საპროდიუსერო კომპანია „სარკე სტუდიო“ მხატვრულ ფილმს „ზეციურ ქალბატონს“/„The Lady of Heaven“-ს იღებს.
მათივე ინფორმაციით, ეპიზოდებს რუსთავის ქუჩებშიც გადაიღებენ, სადაც ტრანსპორტითა და ფეხით გადაადგილება გარკვეული დროით შეიზღუდება.
ფილმის გადაღება მიმდინარეობს პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც ქვეყნის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ახორციელებს.