ბიზნესის კეთების სიმარტივით საქართველო მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის მე-7 ადგილზეა

მსოფლიო ბანკის 2020 წლის Doing Business-ის ანგარიშში ბიზნესის კეთების სიმარტივით საქართველო მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის მე-7 ადგილზეა.
გასულ წელთან შედარებით საქართველოს პოზიცია ერთი ადგილით გაუარესდა და ეს მიუხედავად იმისა რომ საქართველოს სარეიტინგო ქულა 0.42 ქულით 83.7 -მდე გაუმჯობესდა. მეექვსე ადგილზე საქართველო აშშ-მ ჩაანაცვლა. რაც შეეხება საქართველოს მეზობლებს. აზერბაიჯანს რეიტინგში 76.7 ქულით 34-ე პოზიცია უჭირავს, სომხეთი კი – 74.5 ქულით 47-ე ადგილზეა.
მსოფლიო ბანკის Doing Business-ის რეიტინგს ახალი ზელანდია ლიდერობს, რეიტინგში ბოლო ადგილზე სომალია.მსოფლიო ბანკი აღნიშნულ რეიტინგს 2003 წლიდან აქვეყნებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები