ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მეშვეობით რუსული ტვირთების ტრანსპორტირება დაიწყო

„აზერბაიჯანის რკინიგზის“ შვილობილი კომპანია ADY Express, განაგრძობს დიდი მოცულობის სატრანზიტო ტვირთის გადაზიდვას ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მეშვეობით.

როგორც აზერბაიჯანული მედია ADY Express– ის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, კომპანიამ მაგნიტოგორსკის მეტალურგიული კომბინატიდან ქართულ GR Logistics and Terminals-თან ერთად 36 ვაგონის მეშვეობით 2232 ტონა ფოლადის ფურცლის ტრანსპორტირება განახორციელა.

ხელშეკრულების თანახმად, ტვირთი „მაგნიტოგორსკი-გრუზოვოის“ სარკინიგზო სადგურიდან აზერბაიჯანის გავლით საქართველოში, ახალქალაქის სადგურში გადაიგზავნა. საიდანაც ტვირთი გადაიტვირთა თურქეთიდან ჩამოსულ ვაგონებზე, რის შემდეგაც სატვირთო მატარებელმა ყარსის გავლით კურსი თურქეთში მდებარე Payas სადგურისკენ აიღო.
როგორც ADY Express-ის წარმომადგენლები აცხადებენ,ამ რთული მიწოდების ქსელის ფუნქციონირება შესაძლებელი გახდა ლოჯისტიკური კომპანიების კოორდინირებული მუშაობის წყალობით.

ADY Express-ის წარმომადგენელთა ინფორმაციით, სატვირთო მატარებელმა რუსეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის ტერიტორიაზე 17 დღის განმავლობაში 5 ათასზე მეტი კილომეტრი დაფარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები