ადგილობრივ ბაზარზე კედების ქართული ბრენდი “კორტექსი” გამოჩნდა
“მე ქართველი ვარ, “- ამ მესიჯით ადგილობრივ ბაზარზე ახალი ქართული ბრენდი გამოჩნდა. “კორტექსის“ ნატურალური ტყავისგან ხელით შეკერილი ფერადი კედები, თბილისში, მცირე საწარმოში, 10 ადამიანისგან შემდგარი გუნდის მიერ იქმნება.
“კორტექსის“ კედების შესაკერად როგორც იტალიური და თურქული, ისე ადგილობრივი წარმოების მასალები გამოიყენება.
კედები გამოირჩევა მასისგან, სავსეა ფერებით და უხდება ყველაფერს. სწორედ ასეთი ადამიანებისთვის შეიქმნა “კორტექსი“.
მათთვის, ვინც ცხოვრებაში ყველაფერს საკუთარი თავის იმედად აღწევს, ბევრს მუშაობს, არის აქტიური, საქმიანი, წარმატებული, თავისუფალი, არ უშინდება სიახლეებსა და ქართული პროდუქციის განვითარებასაც მხარს უჭერს.
კომპანია საკუთარი ფინანსური რესურსით რამდენიმე მეგობარმა დააფუძნა. ჯამში, დღეის მდგომარეობით, სტარტაპში ინვესტირებულია 50 000 ლარამდე. ქართული წარმოების “კორტექსის“ კედები ბაზარზე 1 წლის წინ გამოჩნდა. თუმცა სტარტაპის შესაქმნელად 2,5 წელი დაიხარჯა. კომპანია პროდუქციის ექსპორტზე გატანასაც გეგმავს და ამისთვის უკვე მუშაობს. ამ ეტაპზე საწარმოო ხაზის გასაფართოებლად ინვესტორებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, გაფართოების პარალელურად კომპანიის წარმომადგენლები დასაქმებულის გაზრდასაც გეგმავენ.
გარდა იმისა, რომ ამ ეტაპზე პროდუქცია ექსკლუზიურად წარმოდგენილია მაღაზიათა ქსელ “ფექთორიში“, სავაჭრო ცენტრ “თბილისი გალერიის“ და “თბილისი მოლის“ ფილიალში. მსურველებს შეძენა ონლაინ, მარტივად შუძლიათ ვებგერდიდანაც :. www.cortex.ge საქართველოს მასშტაბით შენაძენის მიწოდება უფასოა.
R