საქართველოს პრეზიდენტი სომხეთის განათლების მინისტრს შეხვდა

   საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სომხეთის რესპუბლიკის განათლების მინისტრს არმენ აშტონიანს შეხვდა. პრეზიდენტმა და განთლების მინისტრმა, განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმები და პროექტები განიხილეს. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივებზეც იმსჯელეს. კერძოდ, საუბარი შეეხო ენის სწავლების, უმაღლესი განათლების საკითხებს და იმ პროგრამებს, რომლებსაც ქვეყნები მომავალში ერთობლივად განახორციელებენ. საუბრისას, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სომხური წარმომავლობის მოსწავლეების საგანმანათლებლო უფლებების რეალიზაციასაც. საქართველოს პრეზიდენტისა და სომხეთის განათლების მინისტრის შეხვედრას არმენ აშტონიანის ქართველი კოლეგა, თამარ სანიკიძეც ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები