სოსო ფხაკაძე: ის ცვლილებები, რაც ბიზნესზე უარყოფითად აისახება, პარლამენტმა არ უნდა მიიღოს

ის ცვლილებები, რაც ბიზნესზე უარყოფითად აისახება, პარლამენტმა არ უნდა მიიღოს, – ამის შესახებ ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ ”ქართული ოცნების” წევრ დიმიტრი ცქიტიშვილის საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა. ინიციატივა ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებასა და ნორმირებული სამუშაოს დადგენას ეხება.

“შრომის კოდექსზე მთელმა ბიზნესმა ჩვენი ძალიან უარყოფითი პოზიცია არგუმენტირებულად დავასაბუთეთ. საუბარი იყო ზეგანაკვეთური სამუშაო საათების მაქსიმალური ოდენობისა და ანაზღაურების პარამეტრების დადგენაზე, ასევე, შრომითი ხელშეკრულებების დადებისა და შეწყვეტის ნაწილში გამკაცრებასა და შრომის ინსპექციის უფლებამოსილების გაფართოებაზე. ის ცვლილებები, რაც ბიზნესზე უარყოფითად აისახება, პარლამენტმა არ უნდა მიიღოს”, – აღნიშნა ფხაკაძემ.

ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრისა და საკანონმდებლო ინიციატივის ავტორის, დიმიტრი ცქიტიშვილის შეფასებით, დასაქმებულების წინაშე გარკვეული ვალდებულებები არსებობს და მთავრობას ცვლილებები აქვს მისაღები.

“მთავარია, ის რომ ისინი უნდა მოელაპარაკონ დასაქმებულთა წარმომადგენლებს, არა ჩვენთან უნდა იქონიონ კონსულტაციები, არამედ მათ უნდა ისაუბრონ პროფკავშირებთან, იმ ადამიანების უფლებათა დამცველებთან რომლებსაც ძალიან ბევრი კონკრეტული “ქეისი”-დან გამომდინარე აქვთ კითხვის ნიშნები მოქმედ კანონმდებლობასთან და არსებობს გარკვეული ვალდებულებები საზოგადოების წინაშე, დასაქმებულების წინაშე და საქართველოს მთავრობას აქვს მისაღები ცვლილებები, იმისთვის რომ პროგრესი ამ მიმართულებით იყოს ქვეყანაში”, – აღნიშნა ცქიტიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები