აბედათში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა დაათვალიერა
მარტვილის მუნიციპალიტეტში, აბედათის ადმინისტრაციული ერთეულში, ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიასთან მისასვლელი გზის ასფალტობეტონის საფარით რეაბილიტაციის სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში, დაიგება 4 537 მეტრი ასფალტობეტონის საფარი. პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყობა გრუნტის კიუვეტები, წყალმიმღები ცხაური, გზის გადამკვეთი ლითონის მილები, ლითონის მილები მიერთებებზე და ეზოში შესასვლელებში. გზის ამ მონაკვეთზე ასფალტობეტნის საფარი არასდროს ყოფილა, გზა ავარიული იყო და ადგილობრივებს გადაადგილების დროს პრობლემებს უქმნიდა.
პროექტის ღირებულება 1 190 000 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს სს “არქეოპოლისი“ ასრულებს. პროექტი გარდამავალია და 2020 წლის მარტის თვეში დასრულდება.
აბედათის საავტომობილო გზის ასფალტობეტონის საფარით რეაბილიტაციის სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.