კობა გვენეტაძე: 2019 წლის ეკონომიკური ზრდა და შემდეგი წლის ზრდაც ოპტიმალური და მაქსიმალური იქნება

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე დარწმუნებულია, რომ მიმდინარე და მომავალ წელს ქვეყნის ეკონომიკური ზრდა ოპტიმალური და მაქსიმალური იქნება.

როგორც ცნობილია, დღეს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა 1 პროცენტული პუნქტით 8.5%-მდე გაზარდა.

გვენეტაძე დარწმუნებულია რომ სებ-ის ეს გადაწყვეტილება შეამცირებს წნეხს ლარის კურზე და ასევე ინფლაციაზეც.

„როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი გავზარდეთ და ამან შესაძლოა ეკონომიკაზე რაიმე სახის გავლენა მოახდინოს, ამავე დროს არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ ცოტა ხნის წინ უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სესხებზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა შევამცირეთ, რაც ნიშნავს იმას, რომ შესაძლებელი იქნება უფრო მეტი დოლარის სესხების გაცემა, უფრო მეტი დოლარის ლიკვიდობის მიწოდება, რაც გაცვლით კურსზე წნეხს შეამცირებს და აქედან გამომდინარე, შეამცირებს წნეხს ინფლაციაზეც.დროულად მიღებული გადაწყვეტილება იმის საწინდარი იქნება, რომ 2019 წლის ეკონომიკური ზრდა და შემდეგი წლის ზრდაც ოპტიმალური და მაქსიმალური იქნება“, – განაცხადა გვენეტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები