ეკა ბესელია: ეს ყველაფერი წარსულში უნდა დარჩენილიყო

0

წესით, ეს ყველაფერი წარსულში უნდა დარჩენილიყო, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია პროკურატურის ყოფილი თანამშრომლის, სალომე ადეიშვილის პოსტს, რომელმაც სამსახური უწყებაში, მისივე თქმით, არსებული პრობლემების გამო დატოვა.

“ეს ყველაფერი წესით იმ წარსულში უნდა დარჩენილიყო, და ისევ ეს თუ მეორდება საგანგაშო სიგნალია. ის, რომ ვერ მოხდა სისტემაში გათავისუფლება იმ კადრების, რომლებიც ამ დავალებებს სიამოვნებით ასრულებდნენ, ზოგი პირიქით დაწინაურდა. აი, ამან გამოწვია ძალიან ბევრი უსამართლობა”, – აღნიშნა ბესელიამ.

პროკურატურის ყოფილმა თანამშრომელმა, სალომე ადეიშვილმა გუშინ საჯარო განცხადება გაავრცელა, რომელშიც პროკურატურაში არსებულ იმ მდგომარეობაზე საუბრობს, რის გამოც, სამსახურიდან წამოსვლა მოუწია.

კომენტარები

კომენტარი