ნათია თურნავა: ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი არიან ცნობილი მეცენატები
“ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი არიან ცნობილი მეცენატები. ბიძინა ივანიშვილს საქართველოსთვის ძალიან ბევრი რამ გაუკეთებია და კვლავ აკეთებს“, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, განაცხადა.
მინისტრის თქმით, ჩვენ ვცხოვრობთ გლობალურ სამყაროში და ყველაფერი, რაც მსოფლიოში ხდება მოქმედებს საქართველოზეც.
“ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი არიან ცნობილი მეცენატები. ბიძინა ივანიშვილს საქართველოსთვის ძალიან ბევრი რამ გაუკეთებია და კვლავ აკეთებს. მილიარდები იხარჯება იმისთვის, რომ განვითარდეს ჩვენი ტურისტული ინფრასტრუქტურა, აღდგეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, განვითარდეს საქართველოს ეკონომიკა. ეს არის უანგარო დახმარება და, რა თქმა უნდა, ის არის გლობალური მასშტაბის მეცენატი და არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ის ყურადღებას უთმობს, როგორც საქართველოს განვითარებას, ასევე გლობალური პრობლემების – კლიმატური ცვლილებების გადაჭრას. ჩვენ ვცხოვრობთ გლობალურ სამყაროში და ყველაფერი, რაც მსოფლიოში ხდება მოქმედებს საქართველოზეც. ეკოლოგიური გამოწვევები არის ერთ-ერთი დიდი საფრთხე“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
შეგახსენებთ, რომ ბერა ივანიშვილმა ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე ამაზონის ტროპიკულ ჯუნგლებთან დაკავშირებით ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა. მან ამაზონის ტყის გადასარჩენად საქველმოქმედო ორგანიზაციას მილიონ 100 ათასი დოლარი შესწირა. “ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ ამას შევძლებთ“, – ტყის აღდგენასთან დაკავშირებით ამბობს ბერა ივანიშვილი და სურს, დაეხმაროს თავის ბრაზილიელ მეგობრებს, ვინც როგორც ბერა ივანიშვილი ამბობს: “ჩვენსა და კატასტროფას შორის დგანან.
“იმის მიუხედავად, რომ ათასობით კილომეტრის მოშორებით ვცხოვრობ, ჩემმა ბრაზილიელმა ფანებმაც ისეთი მიმიღეს, როგორიც ვარ, მეპყრობოდნენ უზადო პატივისცემით ოჯახის წევრივით, მსგავსი სიყვარულის სულისკვეთებით მსურს დავეხმარო მათ, რამდენადაც შემიძლია. ფრთხილი ფიქრის შემდეგ ვიპოვე ორგანიზაცია, რომელსაც შემიძლია ვენდო, გადავწყვიტე, მათ გადავურიცხო მილიონ ასი ათასი დოლარი, რაც საკუთარი შრომით გამოვიმუშავე და ჩემი ოჯახის წვლილიც არის აქ. მოგიწოდებთ ყველას, მიიღოთ მონაწილეობა და იმოქმედოთ“, – ამბობს ბერა ივანიშვილი.