გოგიჩაიშვილი მათიკაშვილს: მე თქვენს ადგილას მანდატურს ვეტყოდი, მოკიდეთ ხელი ბატონ პაატა სილაგაძეს და გააგდეთ ოთახიდან-თქო

0

მე თქვენს ადგილას მანდატურს ვეტყოდი, მოკიდეთ ხელი ბატონ პაატა სილაგაძეს და გააგდეთ ოთახიდან-თქო, – ამ სიტყვებით დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, დავით მათიკაშვილს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, პაატა სილაგაძის მოსმენისას მიმართა.

“ნახეთ რას ნიშნავს საპარლამენტო მანდატი, თქვენგან განსხვავებით რომელსაც ყურით გათრევდენ-ხან იქ წაგიყვანდნენ, ხან აქ წამოგიყვანდნენ. მე არჩევნებში მაქვს მონაწილეობა მიღებული და ჩემი ბიოგრაფიით მაქვს 80% აღებული მეორე ტურში. მე ხმა მომცეს ადამიანებმა ჩემი სახელის და გვარის გამო. თქვენ უნდა მოგცეთ ხმა ჩვენ და როგორ შეიძლება იმ ადამიანებს არ სცეთ პატივი, რომელსაც თქვენს მიმართ დარწმუნებული ვარ არ გააჩნიათ არაფერი. უბრალოდ აინტერესებთ, მათი ბედის განმსაზღვრელი მოსამართლე ვინ არის. მე თქვენს ადგილას ბატონო დავით, ამ მანდატურს ვეტყოდი მოკიდეთ ხელი ბატონ პაატას და გააგდეთ ამ ოთახიდან-თქო, მე ასე მოვიქცეოდი. ეს არის შეურაცხყოფა პარლამენტის ინსტიტუტის. ის პატივს არ სცემს პარლამენტის წევრს”, – განმარტა გოგიჩაიშვილმა.

პარლამენტში დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ პაატა სილაგაძეს უსმენენ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა მოსმენა 23 სექტემბრიდან დაიწყო. სულ 20 კანდიდატია წარდგენილი.

კომენტარები

კომენტარი