დაპირისპირება პარლამენტში ბესელია – მათიკაშვილს შორის – “უარესი არ დაგემართოს შენ პირადად”(ვიდეო)

სინდისი რომ გაგაჩნდეს, შენ უნდა დატოვო ეს ადგილი. მხდალი, ლაჩარი და ყველაფრის მკადრებელი, მედროვე მათიკაშვილი, – ასე მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, დავით მათიკაშვილს, მას შემდეგ რაც მან სიტყვით გამოსვლისას დამოუკიდებელ დეპუტატს მიკროფონ გამოურთო და კორექტულობისკენ მოუწოდა.

სიტყვიერი დაპირისპირება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოხდა, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, პაატა სილაგაძეს უსმენენ.

“ხელს ნუ მიშლი, თუ გინდა სხდომა გააგრძელო, თორემ მაგალითები გაქვთ წინ. უარესი არ დაგემართოს შენ პირადად. არ შემაწყვეტინოთ სიტყვა”, – განაცხადა ბესელიამ.

მათიკაშვილმა ბესელიას მოუწოდა, რომ თავი შეეკავებინა და “კიდევ ერთხელ ნუ გამოაჩენდა სახეს“.

ეკა ბესელიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, პაატა სილაგაძეს მიმართა და აღნიშნა, რომ ის არის წინა რეჟიმის ჯალათი. მოსამართლე პაატა სილაგაძე ეკა ბესელიას შვილის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტია.
სწორედ ამის შესახებ დეპუტატმა აღნიშნა, სილაგაძის არაკომპეტენტურობა ჩანს იმ განჩინებაში, რომელიც მისი შვილის საქმეზე აქვს გამოცემული და სადაც საპროცესო კანონმდებლობის მუხლებიც კი არასწორად აქვს მითითებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები