დავით საგანელიძე: დარწმუნებული ვარ, რომ ანაკლიის პორტის პროექტი აუცილებლად განხორციელდება

დარწმუნებული ვარ, რომ ანაკლიის პორტის პროექტი აუცილებლად განხორციელდება, – ასე გამოეხმაურა ანაკლიის პორტის პროექტის ირგვლივ შექმნილ ვითარებას “საპარტნიორო ფონდის” აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე.

მისივე თქმით სამწუხაროა, რომ პროექტის განხორციელება ამდენი ხნით გაჭიანურდა.

“როგორ შეიძლება, რომ ანაკლიის პროექტით არ იყოს დაინტერესებული სერიოზული ბიზნესი მსოფლიოში, საფინანსო ინსტიტუტები იმიტომ, რომ ეს მართლაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წერტილი და პუნქტია ქვეყნისთვის და რეგიონისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ანაკლიის პორტის პროექტი აუცილებლად განხორციელდება. ძალიან ვწუხვარ, წრფელი გულით ვამბობ, რომ ამდენი ხანი ეს პროექტი გაჭიანურდა, მიზეზებში არ შევდივარ, მაგრამ ეს პროექტი რომ აუცილებელია ქვეყნისთვის და გარდაუვალია ამ პროექტის წარმატებული განხორციელება, ამას ნამდვილად ვადასტურებ”, – განმარტა საგანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები