მშპ-ის ზრდის ტემპით საქართველო მსოფლიოში 44-ე ადგილზეა

0

საერთაშორისი სავალუტო ფონდის პროგნოზით 2019 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.6 %-ით გაიზრდება. ამ მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში 44-ე ადგილზეა. გასულ წელს საქართველოს ეკონომიკა 4.7%-ით გაიზარდა და მშპ-ის ზრდის ტემპით საქართველო მსოფლიოში 50-ე ადგილზე იყო.

მსოფლიო ბანკის პროგნოზით 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 4,8%-ით გაიზრდება.

რაც შეეხება საქართველოს სამეზობლოს, როგორც რუსული მედია საერთაშორისო სავალუტო ფონდის წინასწარ პროგნოზზე დაყრდნობით წერს, აზერბაიჯანის ეკონომიკა მიმდინარე წელს 2.7 %-ით,სომხეთის 6%-ით, ხოლო თურქეთის ეკონომიკა 1.1 %-ით გაიზრდება.
მიმდინარე წელს მშპ-ს ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 9.4 % დომინიკანას რესპუბლიკას აქვს.

კომენტარები

კომენტარი