როდემდე შენარჩუნდება საქართველოში მზიანი ამინდები – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
“უახლოეს დღეებში საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდები იქნება. თუმცა შაბათ-კვირას შესაძლებელია ცალკეულ რაიონებში მცირე ნალექი აღინიშნოს, რაც არ იმოქმედებს ტემპერატურაზე”, – ამის შესახებ “კვირას” გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, მაქსიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +26, ხოლო აღმოსავლეთში +22 გრადუსი დაფიქსირდება.
“ამ დღეებში დასავლეთში ფიქსირდება მაქსიმალური ტემპერატურა +26 გრადუსი, მთიან რაიონებშიც თითქმის იგივე ტემპერატურაა, ხოლო მაღალმთიან რაიონებში მაქსიმალური ტემპერატურა +20-დან +22 მდე იქნება.
ღამით დაბლობში, სანაპიროზე +12-17 გრადუსი, მთიან რაიონებში დაახლოებით +8-10 გრადუსი, მაღალმთიან რაიონებში +3-4 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოში კვირის ბოლომდე შენარჩუნდება +20-22 გრადუსი, მაღალმთიან რაიონებში კი +12-7 გრადუსს. ღამის ტემპერატურა იკლებს -2 გრადუსამდე, ახალქალაქში -1 ფიქსირდება და ბაკურიანში -2. ჩრდილო-მაღალმთიანეთში კობი-გუდაური, ჯვრის მიდამოებში -0-დან +1 გრადუსამდე იქნება”, – აღნიშნა დოდო გვაზავამ.