საქართველოდან აზერბაიჯანში ჩასული ტურისტების რაოდენობა 21 %-ით გაიზარდა

0

აზერბაიჯანის სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში აზერბაიჯანს მსოფლიოს 191 ქვეყნიდან 2 418,3 ათასი ტურისტი ეწვია.
საანგარიშო პერიოდში აზერბაიჯანში ჩასული ტურისტების 22 % საქართველოს მოქალაქეები არიან. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ამ მაჩვენებლით საქართველო მეორე ადგილზეა და მხოლოდ რუსეთს ჩამორჩება, რომლის მოქალაქეებიც აზერბაიჯანში ჩასული ტურისტების 30 %-ს შეადგენენ. გასულ წელთან შედარებით საქართველოდან აზერბაიჯანში ჩასული ტურისტების რაოდენობა 21 %-ით გაიზარდა.

კომენტარები

კომენტარი