ელმირ ველიზადე: სარკინიგზო მაგისტრალი ბაქო -თბილისი-ყარსი რეგიონალური მიღწევაა

0

აზერბაიჯანის ტრანსპორტის, კავშირგამბულობის და მაღალი ტექნოლოგიების მინისტრის მოადგილის ელმირ ველიზადეს განცხადებით სარკინიგზო მაგისტრალი ბაქო -თბილისი-ყარსი რეგიონალური მიღწევააა. როგორც თბილისში მიმდინარე „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ ველიზადემ აღნიშნა აზერბაიჯანი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას და ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში ამ მიმართულებით დიდი ნაბიჯები გადაიდგა.

„ჩვენ ვაშენებთ გზებს უმარლესი სტანდარტის შესაბამისად. ერთი ასეთი გზა უკვე აკავშირებს აზერბაიჯანს საქართველოსთან. მიმდინარეობოს ანალოგიური ინფრასტრუქტურის მშენებლობა ირანის მიმართულებით, ვაშენებთ გზას რუსეთის მიმართულებითაც“, – აცხადებს ველიზადე.

მისი თქმით სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება რეგიონისთვის პრიორიტეტია და სარკინიგზო, საზღვაო და საავიაცოო ტრანსპორტის განვითარებაში მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული.

კომენტარები

კომენტარი