ნათია თურნავა: საქართველო კარგი ადგილია, სადაც ინვესტიციების გაკეთება შეიძლება

საერთაშორისო სავალუტო ფონდის უკანასკნელი მაჩენებლების თვალსაზრისით, ჩვენ 5%-ით ვიზრდებით, საშუალოდ, შემდეგი 5 წლის პერსპექტივით, რაც ძალზე შთამბეჭდავი და სტაბილური, კარგი ინდიკატორია, კარგი გზავნილია ინვესტორთა გლობალური თემისთვის, რომ საქართველო კარგი ადგილია, სადაც ინვესტიციების გაკეთება შეიძლება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, “აბრეშუმის გზის ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ეკონომიკური ზრდა არ არის ხელისუფლების პოლიტიკის ერთადერთი აქცენტი.

“საერთაშორისო სავალუტო ფონდის უკანასკნელი მაჩენებლების თვალსაზრისით, ჩვენ 5%-ით ვიზრდებით, საშუალოდ, შემდეგი 5 წლის პერსპექტივით, რაც ძალზე შთამბეჭდავი და სტაბილური, კარგი ინდიკატორია, კარგი გზავნილია ინვესტორთა გლობალური თემისთვის, რომ საქართველო კარგი ადგილია, სადაც ინვესტიციების გაკეთება შეიძლება. მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ ჩვენი ეკონომიკური ზრდა არ გახლავთ მხოლოდ ფოკუსირებული, ერთადერთი აქცენტი ჩვენი პოლიტიკის. როგორც პრემიერმა თავის შესავალ სიტყვაში ბრძანა, არა მხოლოდ ზრდის ტემპი, არამედ ზრდის ხარისხი მნიშვნელოვანია. ის უნდა იყოს ინკლუზიური, უნდა შექმნას დამატებითი დასაქმების საშუალებები და ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ჩვენი ეკონომიკური ზრდა მხარდაჭერილი იყოს სტრუქტურული რეფორმებით“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის განმარტებით, იმისთვის, რომ საქართველო იყოს უფრო მიმზიდველი პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის, მნიშვნელოვანია სტაბილურობისა და პროგნოზირებადობის მიღწევა.

“საქართველო არ გახლავთ მინერალური რესურსებით მდიდარი ქვეყანა. ჩვენ მცირე ბაზარს წარმოვადგენთ და რა თქმა უნდა, იმისთვის, რომ ვიყოთ უფრო მიმზიდველები, ჩვენი ბიზნესმოდელი, ჩვენი ბიზნესკლიმატი, ხედვა და პოლიტიკა სრულიად ეფუძნება გახსნილობასა და უპირატესობის მინიჭებას პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის. ასევე მნიშვნელოვანია სტაბილურობის, პროგნოზირებადობისა და მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიღწევა“, – განმარტა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები