კინოთეატრ „ამირანში“ ფილმ „შინდისის“ ჩვენება გაიმართება

0

24 ოქტომბერს, 19:30 საათზე, კინოთეატრ „ამირანში“ დიმიტრი ცინცაძის ფილმის „შინდისის“ ჩვენება გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, „შინდისის“ ჩვენების შემდეგ კინომოყვარულებს შესაძლებლობა ექნებათ, შეხვდნენ შემოქმედებით გუნდს, გაიმართება Q&A.
ფილმი “შინდისი” 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომისა და შინდისის გმირების შესახებ მოგვითხრობს.
“შინდისი” წელს უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში საქართველოს სახელით წარდგენილია “ოსკარზე”.
რამდენიმე დღის წინ “შინდისი” ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული ერთდროულად ორ კატეგორიაში გახდა. საუკეთესო რეჟისორად დასახელდა დიტო ცინცაძე, ფილმმა კი გრან- პრი მოიპოვა.

კომენტარები

კომენტარი