„ვეფხისტყაოსნის“ გრაფიკული ვერსიის განხილვა გაიმართება

0

23 ოქტომბერს, 17:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მეგობართა კლუბის ინიციატივით, „ვეფხისტყაოსნის“ გრაფიკული ვერსიის განხილვა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ეს გახლავთ ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის მხატვარ დავით მაჭავარიანისა და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ერთობლივი პროექტი. დამსწრე საზოგადოებას შეხვდება ავტორი დავით მაჭავარიანი და მწერალი სალომე ბენიძე, რომელმაც იმუშავა ტექსტის ადაპტირებაზე. ასევე გაიმართება წიგნის გამოფენა-გაყიდვა.
ღონისძიების მეორე ნაწილი დაეთმობა „ვეფხისტყაოსნის“ სამაგიდო თამაშებს. დამსწრე საზოგადოებას საშუალება ექნება, უშუალოდ რუსთველისეულ სიტყვიერ სამყაროში იმოგზაუროს.

კომენტარები

კომენტარი