„მოდი თეატრში“ – მოძრაობის თეატრში საქველმოქმედო სპექტაკლი დაიდგმება

0

25 ოქტომბერს, 20:00 საათზე, მოძრაობის  თეატრში, ფონდი „ცხოვრება მშვენიერია“, პროექტის „მოდი თეატრში“ ფარგლებში წარმოადგენს  სპექტაკლს  ,,ფაუსტი“.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, სპექტაკლი   საქველმოქმედოა და შემოსული  თანხა  მთლიანად  გადაერიცხება ბენეფიციარს.
რეჟისორია კახა ბაკურაძე, კომპოზიტორი: სანდრო ნიკოლაძე, მხატვარი: კახა ბაკურაძე.
როლებში: ლაშა რობაქიძე, მიხეილ ზაქაიძე, სალომე ჭულუხაძე, მარიამ მდინარაძე, კოტე ლიპარტელიანი, მარიამ სხულუხია, გიორგი ხაჩიძე, ნინო ავალიანი, თანო ჩხეიძე.
ეშმაკის მუდმივი ჭიდილი ადმიანის ცდუნებისათვის. უფალი ნებას რთავს მეფისტოფელს, ნებისმიერი ცდუნებით გამოსცადოს ფაუსტი და ჩაიყვანოს უფსკრულში. სპექტაკლში გამოყენებულია მიმოდრამის, ბუტოს სტილის და საჰაერო აკრობატიკის ერთობლიობა.

„გახდი  ქველმოქმედი თეატრთან  ერთად.  ცხოვრება  მშვენიერია“, – აღნიშნავენ ორგანიზატორები.

მის. აღმაშენებლის  182, მუშტაიდის ბაღში.

კომენტარები

კომენტარი