კახა კალაძე: ყოველწლიურად მოხმარების გაზრდის პარალელურად, გვიწევს ელექტროენერგიის შემოტანა მეზობელი ქვეყნებიდან

საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალი გააჩნია და ეს აუცილებლად უნდა იყოს რაციონალურად გამოყენებული, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით განაცხადა.

კალაძის თქმით, ყოველწლიურად იზრდება ელექტროენერგიის მოხმარება და ამ მხრივ არსებული პრობლემების გამო, ელექტროენერგიის შემოტანა მეზობელი ქვეყნებიდან გვიწევს.

“ჩვენ ელექტროენერგიის მოხმარების ნაწილში პრობლემები გვაქვს, ყოველწლიურად იზრდება ელექტროენერგიის მოხმარება, ასევე, გვიწევს ელექტროენერგიის შემოტანა ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან. ჩემი მინისტრობის დროს ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდა და მშენებლობა ენერგეტიკის მიმართულებით უნდა გაგრძელდეს,” – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძე ქვეყანაში ჰესების მშენებლობას მიესალმება და ფიქრობს, რომ ქვეყანას ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიმართულებით დიდი პოტენციალი აქვს.

“ენერგეტიკის მიმართულებით მშენებლობა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის აუცილებელია, რადგან ჩვენ უნდა ვიყოთ დამოუკიდებელი ქვეყანა ენერგეტიკის მიმართულებით. საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალი გააჩნია და ეს აუცილებლად უნდა იყოს რაციონალურად გამოყენებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ელექტროენერგიის ტარიფის შესაძლო გაზრდას , თბილისის მერი ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები