მთავრობამ კომერციული ბანკებისგან 70 მილიონი ისესხა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 70 მლნ ლარის 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 162 955 000 ლარი.
მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.675%-ით, მაქსიმალური 9.290 პროცენტით, საშუალო შეწონილი 9.143%-ით განისაზღვრა. კუპონური საპროცენტო განაკვეთი 7%-ს შეადგენდა.

კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები