დავით თვალაბეიშვილი: ელექტროენერგიის იმპორტზე დამოკიდებულების შესამცირებლად საქართველო ახალ სისტემაზე გადადის

ელექტროენერგიის იმპორტზე დამოკიდებულების შესამცირებლად საქართველო ახალ სისტემაზე გადადის, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, დავით თვალაბეიშვილმა, “აბრეშუმის გზის ფორუმში” პანელზე მონაწილეობისას განაცხადა.

დავით თვალაბეიშვილი პანელის – “ენერგეტიკის ხვალინდელი დღე – განვითარების ტენდენციები, აბრეშუმის გზის ენერგეტიკული სარტყელის უსაფრთხოება და მდგრადობა”, ერთ-ერთი სპიკერი იყო. მან პანელის მონაწილეებს ახალი კანონპროექტი გააცნო, რომელიც საქართველოს ენერგოსისტემის მოდერნიზაციას გულისხმობს. მისი ინფორმაციით, პროექტი ხელს შეუწყობს ბაზარზე ახალი მოთამაშეების შემოყვანას და კონკურენციის გაზრდას.

“2 დღის წინ პარლამენტმა პირველი მოსმენით ახალი კანონი მიიღო, რომელიც რამდენიმე თვეში საბოლოოდ დამტკიცდება. ეს არის ერთიანი სისტემა. ხაზი მინდა გავუსვა, ბაზარი იქნება აბსოლუტურად გამჭვირვალე და მონოპოლიას ადგილი არ ექნება. ამ მიზნით სპეციალური მექანიზმი ყალიბდება, რაც უზრუნველყოფს გამჭვირვალობას. 2021 წლის დასაწყისში ჩვენ წარმოგიდგენთ ელექტროპლატფორმას, რომელიც ანალოგიურია სკანდინავიის ქვეყნების. ეს მოთხოვნა ჩადებული იყო ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებაში. დიდი იმედი მაქვს, რომ 3-4 წელიწადში ჩვენ გავხდებით კონკურენტუნარიანი ქვეყანა და მოვიზიდავთ ბევრ ინვესტორს საქართველოში,” -განაცხადა დავით თვალაბეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები