„შინდისის“ ამერიკული პრემიერა 7 და 8 ნოემბერს გაიმართება

„ოსკარზე“ საქართველოს კანდიდატი ფილმის, „შინდისის“ ამერიკული პრემიერა 7 და 8 ნოემბერს გაიმართება. ფილმის ამერიკული პრემიერა ლოს-ანჯელესში,  Asian World Film Festival-ის ფარგლებში შედგება.
ახლახან „შინდისი“ ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელი გახდა, ხოლო დიმიტრი ცინცაძეს საუკეთესო რეჟისორის პრიზი გადაეცა.
ფილმი 2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდისში ქართველ და რუს მებრძოლებს შორის გამართულ უთანასწორო ბრძოლაზეა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები