ნათია თურნავა: რაც უფრო მალე აღდგება ფრენები საქართველოსა და რუსეთს შორის, მით უკეთესი იქნება ორივე მხარისთვის

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, საქართველო-რუსეთს შორის რაც მალე აღდგება ფრენები, მით უფრო უკეთესი იქნება ორივე მხარისთვის. როგორც მან აღნიშნა, ამ საკითხზე შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები მზად არიან საჭიროების შემთხვევაში დიალოგში ჩაერთონ.

“ჩვენი აზრით, რაც მალე აღდგება, მით უკეთესი იქნება ორივე მხარისთვის. ჩვენ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები გვაქვს. რაც შეეხება ფრენების აღდგენას, არაერთხელ გვითქვამს – რადგან ფრენების შეჩერებამ დააზარალა უბრალო ადამიანები, ჩვენი ოჯახები, მცირე ბიზნესი და საოჯახო სასტუმროები, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით თუ ეს გადაწყვეტილება გადაიხედება და ფრენები აღდგება. ჩვენი შესაბამისი სამსახურები, ვინც საჰაერო სივრცის საკითხებს განაგებს, მზად არიან და უკვე გარკვეული წერილობითი კომუნიკაცია ჰქონდათ, საჭიროების შემთხვევაში დიალოგში ჩაერთონ”, – განუცხადა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები