დავით ნარმანიას თავმჯდომარეობით სემეკ-ში პირველი საჯარო სხდომა გაიმართა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) დავით ნარმანიას თავმჯდომარეობით პირველი საჯარო სხდომა გაიმართა.

კომისიის წევრებმა სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ 39 საკითხზე იმსჯელეს. მათი უმეტესობა შეეხებოდა მოქალაქეებსა და ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედ კომუნალურ კომპანიებს შორის არსებულ დავებს, მოქალაქეებზე უსაფუძვლოდ განხორციელებულ დარიცხვებთან დაკავშირებით.

მიმდინარე კვირაში სემეკ-ში კიდევ 3 საჯარო სხდომა გაიმართება, სადაც კომისია 100 მდე საკითხს განიხილავს.

სემეკ-ი შეახსენებს მოქალაქეებს, რომ იმ შემთხვევაში თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკ-ს ან სემეკ-თან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. მოქალაქეებს კონსულტაციების მიღება შეუძლიათ როგორც ქოლცენტრში ნომერზე 16 216, ასევე სემეკ-ის Facebook გვერდზეც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები