იტალიური ენის XIX საერთაშორისო კვირეული – სპექტაკლი „სევილიელი დალაქი“ დაიდგმება

21-27 ოქტომბერს, მთელი მსოფლიო აღნიშნავს იტალიური ენის XIX საერთაშორისო კვირეულს, რომლის წლევანდელი თემაა – ,,იტალიური ენა სცენაზე“.
კვირეულის ფარგლებში, იტალიის საელჩო, დანტე ალიგიერის საზოგადოებასა და ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრთან თანამშრომლობით, წარმოადგენს თოჯინების ოპერის თეატრის -„მცირე პწკალა“ – სპექტაკლს ,,სევილიელი დალაქი“ .
„სპექტაკლის ქართულენოვანი ტექსტი, რომელსაც წამყვანი იყენებს ოპერის შინაარსის მოსათხრობად და პატარა მაყურებელთან ცოცხალი დიალოგის დასამყარებლად, წარმოდგენილი იქნება იტალიური სუბტიტრების თანხლებით.
სპექტაკლის ,,სევილიელი დალაქი“ მსვლელობისას პატარებს ეძლევათ უნიკალური საშუალება, არა მარტო თვალი ადევნონ იტალიურ სუბტიტრებს, არამედ მოისმინონ გენიალური იტალიელი კომპოზიტორის, ჯოაკინო როსინის კლასიკური მუსიკა და იტალიურ ენაზე შესრულებული ცნობილი საოპერო არიები. სპექტაკლის დანიშნულებაც სწორედ ეს არის: ხელი შეუწყოს ბავშვების ინტელექტუალურ და სულიერ განვითარებას იტალიური ენის, თეატრისა და საოპერო ხელოვნების სინთეზის მეშვეობით“, – აცხადებენ ორგანიზატორები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები