“ღია შეხვედრების“ ფარგლებში, ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდნენ

პროექტ “ღია შეხვედრების“ ფარგლებში, ხულოს მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს.

მოსახლეობასთან შეხვედრებს ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ჯამბულ ხოზრევანიძე, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ თენეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ აბაშიძე და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე მოსახლეობამ ძირითად პრიორიტეტებად გამოკვეთა შიდა გზების, სასმელი და სარწყავი წყლების პრობლემები. მინისტრის მოადგილეებმა მოსახლეობას თავიანთი სამინისტროების პრეგრამების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

მოსახლეობასთან შეხვედრები სოფელ პაქსაძეებში, გელაძეებში, ბოძაურში ბეღლეთსა და კორტოხში ჩატარდა. რეგიონისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრები სხვადასხვა სოფლებში მომავალშიც გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები