ნათია თურნავა: ანაკლიის პროექტი ზედმეტად დაგვიანდა, იმედია მომავალი წლიდან დავძრავთ ამ პროექტს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მიიჩნევს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის შესრულება ზედმეტად დაგვიანდა.

მისივე თქმით, როგორც დღეს აბრეშუმის ფორუმზე აღინიშნა, ამ პროექტს არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთელი დერეფანი ელოდება.

„ჩვენ ყოველთვის ღია ვართ ყველა დისკუსიისთვის ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით. თვითონ პროექტი არაა მარტივი. კერძო-საჯარო პარტნიორობის პროექტები მომზადებისთვის ხანგრძლივ დროს მოითხოვს. რა თქმა უნდა, ეს პროექტი ზედმეტად დაგვიანდა. ამ პროექტს არა მხოლოდ საქართველო, მთელი დერეფანი ელოდება, რაც აღინიშნა დღეს აბრეშუმის გზის ფორუმზე. მოველით, რომ ინვესტორი კომპანია მეტად კონცენტრირდება ვალდებულებების შესრულებაზე, ვიდრე აქცენტების პოლიტიკურ ჭრილში გადატანაზე. ჩვენ კონსორციუმს კიდევ ერთი შანსი მივეცით და არც თუ ისე დიდი დრო დარჩათ მათ ვალდებულებების შესასრულებლად. იმედი გვაქვს, რომ მომავალი წლიდან დავძრავთ ამ პროექტს”, -აღნიშნა თურნავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები