დავით ნარმანია: თუ ადგილობრივი ჰესების მშენებლობის წინააღმდეგნი ვიქნებით, ელექტროენერგია აუცილებლად გაგვიძვირდება

თუ ადგილობრივი ჰესების მშენებლობის წინააღმდეგნი ვიქნებით, ელექტროენერგია აუცილებლად გაგვიძვირდება,- ამის შესახებ სემეკ-ის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ჰესის პროექტი რაიმე მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი არ არის, მის მშენებლობაზე უარი არ უნდა ითქვას.

“ადგილობრივი ჰესების მშენებლობის წინააღმდეგნი თუ ვიქნებით ასეთ შემთხვევაში ელექტროენერგია აუცილებლად გაგვიძვირდება, მეტი ვალუტის გადინება მოხდება საზღვარგარეთ, რაც კურსსზე ნეგატიურ გავლენას მოახდენს. თუ ჰესის პროექტი რაიმე მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი არ არის და ბუნებრივია ასეთი პროექტი არც მთავრობას უნდა, ასეთ შემთხვევაში ჩვენ ჰესების მშენებლობაზე უარი არ უნდა ვთქვათ,” – განმარტა ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები