ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალზე პირველი საკონტეინერო მატარებელი გაივლის

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი ჩინეთის ქალაქ სიანიდან პრაღის მიმართულებით პირველ საკონტეინერო მატარებელს გაატარებს. როგორც აზერბაიჯანული მედია იტყობინება, ეს იქნება პირველი სატვირთო მატარებელი, რომელიც ბაქო-თბილისი -ყარსის სატრანზიტო დერეფნის გავლით ევროპას მარმარის ( თურქეთი) გვირაბის გავლით დაუკავშირდება.
5 ნოემბერს სტამბოლში აღნიშნული სატვირთო მატარებლის საზეიმო დახვედრის ცერემონიაც გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ტვირთების გადაზიდვა ჩინეთიდან ყაზახეთის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის გავლით ხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის აპრილში პეკინის ფორუმზე “ერთი ქამარი, ერთი გზა” გაფორმდა ხელშეკრულება შპს ADY Container LLC- ს და ჩინურ Xi’an Continental Bridge International Logistics- ს შორის, რომლის თანახმად, კომპანიები 2019 წლის ბოლოს აპირებენ 30 საკონტეინერო მატარებლის გაშვებას, აქედან 20 უკვე გაგზავნილია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები