„400 მილიონ ლარზე მეტი ღირს ის საგანძური, რაც ქეთევან იაშვილმა საქართველოს დაუტოვა“

ქეთევან იაშვილი

ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი ფეისბუქის გევრდზე ქეთევან იაშვილის კოლექციაზე წერს და ფოტოებს აქვეყნებს, რომელმაც თელავის ისტორიულ მუზეუმში დაიდო ბინა.
„400 მილიონ ლარზე მეტიც კი ღირს ის საგანძური, რაც ქეთევან იაშვილმა საქართველოს დაუტოვა.
ეს არის მე-17-მე-20 საუკუნის ქართველი და უცხოელი მხატვრების 200-მდე ფერწერული ტილო.
დაცულია თელავის ისტორიულ მუზეუმში, იქ, სადაც მეფე ერეკლეს მუზეუმია.
ქეთევან იაშვილი ექიმი-კოსმეტოლოგი იყო და თბილისში საქმიანობდა. ყოველთვის ამბობდა, რომ სიამოვნებდა ერის ფიზიკურ და სულიერ სილამაზეზე ზრუნვა. ამიტომ დაისახა მიზნად საუკეთესო ტილოების შეძენა და ქართველი ერისთვის გადაცემა.
პირველად მან ფრანც რუბოს ნახატი “აულ ღუნიბის აღება” შეიძინა, მერე ელენე ახვლედიანის, მიხაი ზიჩის, ლადო გუდიაშვილის, ბრუმელ ნარვილის, ივანე აივაზოვსკის გიგო გაბაშვილის, ალბერტ კეიპისა და ასე შემდეგ.
ქეთევანი თელავის სოფელ შალაურში 1883 წელს დაიბადა. მამა თავადი მერაბ იაშვილი იყო. პირველი განათლება სწორედ მან მისცა. 97 წლის გარდაიცვალა. დაკრძალეს თელავის ისტორიული მუზეუმის ეზოში.
შალაურელმა ქალმა უზარმაზარი საჩუქარი გაუკეთა საქართველოს. პირადად მე, სიტყვები არ მყოფნის მადლიერების გამოსახატად“, – წერს გოგა ჩანადირი.




კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები