ლიტერატურული პრემია „ლიტერას“  გამარჯვებულები ექვს ნომინაციაში გამოვლინდნენ

ლიტერატურული პრემია „ლიტერას“  გამარჯვებულები ექვს ნომინაციაში გამოვლინდნენ.

ჟიურის გადაწყვეტილებით, 2019 წელს „ლიტერა“ მიიღეს:

რომანი
ზურაბ ქარუმიძე – „UNTERGANG – მოგზაურობა ევროპაში“

პროზაული კრებული
დათო გორგილაძე – „ღმერთი სამსახურშია“

პოეტური კრებული
ბექა ახალაია – „მტრედების იონა“

დოკუმენტური პროზა
ნინო ლომაძე – „ვაშლის ბაღები“
სალომე ბენიძე, დინა ოგანოვა – „SHEROES”

დებიუტი
ნიკა ლაშხია – „დონორი“
იაგო თვალაბეიშვილი – „ტრანსმუტაცია“

წიგნის დიზაინი
თორნიკე ლორთქიფანიძე – „100 წელი – 100 ფოტო“ , გამომცემლობა „ინდიგო“

„ლიტერას“ პრიზის გარდა, კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, გამარჯვებულებს ფულადი ჯილდო – 5 000 ლარი გადაეცათ.
ჟიურის წევრები იყვნენ:  ნიკა აგლაძე, ნონა კუპრეიშვილი, გიორგი მაისურაძე, მაია ფანჯიკიძე და მალხაზ ხარბედია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები