თბილისის “აბრეშუმის გზის ფორუმმა” მუშაობა დაიწყო

 

თბილისში დღეს მუშაობა დაიწყო “აბრეშუმის გზის ფორუმმა”, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პატრონაჟით ტარდება. ფორუმი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის ეროვნულ თეატრში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა.

“აბრეშუმის გზის ფორუმი” თბილისში უკვე მესამედ ტარდება, წელს მას 60-ზე მეტი ქვეყნის 2000-ზე მეტი დელეგატი, მათ შორის 30-ზე მეტი ოფიციალური დელეგაციისა და 400-მდე უცხოური კერძო სექტორის წარმომადგენელი დაესწრება. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ სომხეთისა და უზბეკეთის ვიცეპრემიერები, სხვა ქვეყნების ვაჭრობის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის მინისტრები, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების (ევროპის საინვესტიციო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, გაერო-ს, მსოფლიო ბანკის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია და სხვა) წარმომადგენლები, ასევე, საერთაშორისო რანგის ექსპერტები და ჟურნალისტები. ფორუმის ფარგლებში, უკვე ჩანიშნულია 200-მდე B2B შეხვედრა.
ფორუმი წარმოადგენს მაღალი დონის დიალოგს მთავრობებსა და ბიზნესებს შორის. ასევე საუკეთესო პლატფორმაა სახელმწიფოს, ორგანიზაციებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრებისთვის.
ფორუმის ფარგლებში, გაიმართება პანელები საერთაშორისო ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ინვესტიციების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების, მათ შორის, ხელოვნური ინტელექტის თემებზე:


• “მაღალი დონის დიალოგი ერთად საერთო მომავლისკენ: სტაბილური და მდგრადი ზრდის მოდელები”
• “მომგებიანი ვაჭრობა”
• “ენერგეტიკის ხვალინდელი დღე – განვითარების ტენდენციები, აბრეშუმის გზის ენერგეტიკული სარტყელის უსაფრთხოება და მდგრადობა”
• “ინოვაციებით გამოწვეული ზრდა – აბრეშუმის გზა ხელოვნურ ინტელექტთან ერთად”
• “სატრანსპორტო კავშირები – ტრანსფორმაცია აბრეშუმის გზის გასწვრივ და მის მიღმა”
• “საქართველოს განვითარება – მიზნობრივი ინვესტიციების ხელშეწყობა” (1-ლი სესია)
• “აბრეშუმის გზა: ახალი შესაძლებლობები ქვეყნებს შორის ინვესტიციებისთვის” (მე-2 სესია).
მთავარი პანელების გარდა, ფორუმის ფარგლებში, 22-23 ოქტომბერს პარალელური ღონისძიებებიც გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები