თბილისში უშგულელი მხატვრის, ფრიდონ ნიჟარაძის პირველი სოლოგამოფენა გაიხსნება

2 ნოემბერს, 16:00 საათზე, თბილისის ისტორიის მუზეუმში – „ქარვასლაში“, ფრიდონ ნიჟარაძის პირველი სოლოგამოფენა გაიმართება.
„უშგულელი უნიკალური მხატვრის, მწერლის, ფრიდონ ნიჟარაძის სახელი ბევრისთვის ალბათ სრულიად უცნობია, თუმცა მას კარგად იცნობენ ის ქართველები და უცხოელი ტურისტები, რომლებიც ერთხელ მაინც მოხვედრილან უშგულში და ამ დიდებული სვანი მხატვრის ნამუშევრები უნახავთ. მასზე ბევრჯერ დაუწერიათ უცხოელებს, ბევრი სიუჟეტი მიუძღვნიათ საქართველოშიც, რადგან ძნელია, ნახო და არ გაოცდე, არ აღფრთოვანდე სვანეთის ერთი პატარა სოფლის პატარა სახლში გამოკეტილი ამ გენიალურობით“, – აღნიშნულია ორგნიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოფენა 15 ნოემბრამდე გასტანს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები